Wednesday, October 4, 2017

1. ცხოველთა სამყარო“
2. პროექტის მთავარი იდეა: ცხოველთა მრავალფეროვანი სამყაროს გაცნობა მოსწავლეთათვის.
3. პროექტის აქტუალობ-აქტუალურია იმით რომ პირველკლასელები არ იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს. მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი, მათი მოვლის, დაცვის და მოფრთხილების.
4. პროექტის მიზნები: -
ა. ცხოველთა სამყაროს გაცნობა
ბ. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება
გ.თანამშრომლობითი უნარის განვითარება
დ. ცხოველებისადმი პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება
5. ასაკი : 6-7 წლის
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა. მოსწავლე საუბრობს ცხოველების მრავალფეროვნებაზე
ბ. საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე ცხოველებთან.
გ. მოსწავლე იცავს და ზრუნავს ცხოველებზე
დ. მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ფლიფჩარტი,  ბუკი, ენციკლოპედია.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა. სახლიდან მოაქვთ თავიანთ საყვარელი სათამაშო ცხოველი.
ბ. ბუნების გაკვეთილზე ვსაუბრობთ ცხოველებზზე, მათ თავისებურებებზე, მნიშვნელობაზე,
გ. კლას ვყოფ ოთხ ჯგუფად: შინაური ცხოველები, გარეულები, ბალახის მჭამელები და მტაცებლები...ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხების ფარგლებში და მოხდება მისი პრეზენტაცია.
დ.  მასწავლებელი შექმნის სლაიდშოუს ცხოველების ფოტოებით, რომლებსაც სახელები არ ეწერებათ, ბევრის ამოცნობას ვერ შეძლებენ რითაც მათი ინტერესი გაიზრდება.
ე. ექსკურსია ზოოპარკში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
 ბუნებისმეტყველება; I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.

11. მასწავლებელი ნინო ლაღაძიშვილი
12. ninolagadzishvili@gmail.com

13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: